მენტორთა ტრენინგი
ანგარიში
ანგარიში
2013 წლის 20-22 დეკემბერი
1. ტრენინგის დასახელება
მენტორთა ტრენინგი.
· ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
(საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
· ტრენინგის ჩატარების ადგილი:
· ტრენინგის ხანგრძლივობა:
3 დღე .
2. მიზანი და ამოცანები
· მიზანი:
მენტორების მომზადება მაძებელთა ეფექტური მუშაობის წარმართვისათვის.
· ამოცანები:
პროგრამის პრეზენტაცია, მაძიებლობისა და მენტორობის შესახებ, მენტორობის მოდელები, ეფექტური კომუნიკაცია (I დღე )
მასწავლებლობის მაძიებლის სტანდარტი, მაძიებლის საჭიროებათა ანალიზი (II დღე)
სამოდელო გაკვეთილი
მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა, (III დღე )
3. რეზიუმე
· პროგრამის პრეზენტაცია, მაძიებლობისა და მენტორობის შესახებ, მენტორობის მოდელები, ეფექტური კომუნიკაცია
ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. გამოვლინდა მონაწილეთა მოლოდინები. შემდეგ ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: მოკლედ გაგვაცნო თითოეული დღის განრიგი, ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და წესები, საორგანიზაციო საკითხები. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ მათთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები, ასე წარიმართა დისკუსია. შემდეგ ვისაუბრეთ მაძიებლის პორტრეტზე, მაძიებელთან პირველი შეხვედრის ფორმებზე და შინაარსზე, მენტორის ფუნქცია–მოვალეობებზე, მენტორობის მოდელებზე, სამოდელო გაკვეთილებზე, მაძიებელთან კონკრეტული ღონისძიებების ტიპებზე, კომუნიკაციის ძირითად ელემენტებზე და მახასიათებლებზე, ურეთიერთნდობაზე, აქტირუ მოსმენაზე, კომუნიკაციისა და სწავლის სტილზე, ურთიერთობის ტიპებზე მენტორსა და მაძიებელს შორის. გავითამაშეთ როლური თამაში: მენტორი და მაძიებლები.
· მასწავლებლობის მაძიებლის სტანდარტი, მაძიებლის საჭიროებათა ანალიზი
ტრენინგის მეორე დღეს ტრენერმა ისაუბრა სკოლისა და მაძიებლის ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ, განვიხილეთ მასწავლებლობის მაძიებლის სტანდარტი, დავამუშავეთ იგი, შევისწავლეთ მაძიებლის ინდივიდუალური საჭიროებები და საჭიროებათა ანალიზის ციკლი, განვიხილეთ ზოგიერთი შეკითხვა საჭიროებათა ანალიზის ჩასატარებელი ინტერვიუსათვის და მაძიებლის საჭიროებათა ანალიზის ფორმა, სასარგებლო რესურსები მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის (მათ შორის მენტორებისათვის), წაკითხული ლიტერატურის ერთობლივად განხილვა (თეორიული საკითხები, სამართლებრივი სდა საგანმანათლებლო დოკუმენტების მაძიებლისათვის გაცნობის სტრატეგიები) და შეჯამება. გარდა ამისა, ტრენერმა გაამახვილა ყურადღება მენტორისა და მაძიებლის ერთობლივი საქმიანობის ძირითად კომპონენტებზე, დროის ღერძზე და ცენტრში წარსადგენი ძირითადი დოკუმენტების შესახებ.
· სამოდელო გაკვეთილი
ტრენინგის მესამე დღეს ტრენერმა გაგვაცნო სამოდელო გაკვეთილის მაგალითი. ჯგუფებში ვიმუშავეთ სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვაზე, ჩატარებაზე და შეფასებაზე. შემდეგ ჩავატარეთ პრეზენტაცი: თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა სამოდელო გაკვეთილი. ტრენინგის მონაწილეებმა ვიმსჯელეთ სამოდელო გაკვეთილების შესახებ, განვიხილეთ სუსტი და ძლიერი მხარეები და შევაჯამეთ დღე.
· მაძიებლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა, მაძიებლის შეფასება
ტრენერმა გაგვაცნო მაძიებლის პროგრამის ძირითადი საკითხები. განვსაზღვრეთ მიზნები და მისაღწევი შედეგები, პროგრამის სტრუქტურა, მოკლევადიანი ამოცანები და ღონისძიებები, სამოქმედო გეგმა, გავითავისეთ მაძიებლის საქმიანობის შეფასების დაგეგმვა, ეფექტური ინსტრუმენტები და ძირითადი პრინციპები, მახასიათებლები და გამოყენების ხერხები, ვისწავლეთ თუ როგორ უნდა აწარმოოს მენტორმა და მაძიებელმა პორტფოლიო, რას უნდა შეიცავდე ის, ასევე გავეცანით ცენტრთან ურთიერთობის მექანიზმებსა და პროცედურებს. ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგი, შევავსეთ კითხვარები და ჩავაბარეთ ტრენერს.
4. ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება
აღნიშნული ტრენინგისას ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო მენტორ–მასწავლებლის მუშაობა. დეტალურად გავეცანი მაძიებელთან მუშაობის პრინციპებს.
ტრენინგში მონაწილეობამ გამიზარდა მაძიებელთან ეფექტიანი მუშაობის სტიმული.
გავითვალისწინებ ტრენინგზე განხილულ ინფორმაციას, თანმიმდევრობით შევასრულებ ყველა დავალებას და ვეცდები შეინაარსიანად და ეფექტიანად ვიმუშაო მაძიებელთან.
სსიპ ქალაქ ქუთაისის #31 საჯარო სკოლა
დაწყებითი კლასის მასწავლებელი: მაია სინაურიძე
25.12.2013
No comments:
Post a Comment