ქ.ქუთაისის #31 საჯარო სკოლაში 2014 წლის 11 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით დაიწყო ,, ცნობიერების კვირეული.“ რაც მიზნად ისახავდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების მიმართ ცნობერების გაზრდას და მათ დამოკიდებულების გამოვლინების გაზრდას. სადამრიგებლო კლასმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ცნობიერების კვირეულში. პირველ დღეს სპეც. მასწავლებელმა, ნონა გიორგაძე, სკოლის სააქტო დარბაზში ბავშვებს ესაუბრა კვირეულის აქტუალობაზე და აუცილებლობაზე. საუბრის შემდეგ წარიმართა აქტიური კითხვა - პასუხის პროცესი. ამის შემდეგ ვუყურეთ ფილმს: “ დავეხმაროთ დელფინს“
კვირეულის დღეებში ხელოვნების გაკვეთილზე (2014 წლის 12 მარტი) სსსმ მოსწავლე თავისი სურვილით ესტუმრა ჩემს სადამრიგებლო კლასს. გაეცნო თანატოლ ბავშვებს,
გამოავლინა თავისი შესაძლებლობები და წარადგინა საკუთარი თავი. მოსწავლეებაც მისი სურვილით გააცნეს საკუთარი თავი.
სსსმ მოსწავლემ შეითვისა მასწავლებლის ფუნქციები და ბავშვებს ჩაუტარა წინა დღით ჩატარებული გაკვეთილი. თავად გაანაწილა როლები. გათამაშების დროს კი შენიშვნებს და რჩევებს აძლევდა თანატოლებს. კითხვებიც სწორად და გააზრებულად დასვა. გაკვეთილის ბოლოს სსსმ მოსწავლესთან ერთად შეასრულეს მუსიკის
გაკვეთილზე შესწავლილი სიმღერები. ეს სტუმრობაც მოსწავლეებთან ინტეგრაციას, ახალი მეგობრების შეძენას ისახავდა მიზნად, რაც ნამდვილად გამოიხატა ჩვენი მასპინძლობით. გაკვეთილს ბოლოს სსსმ მოსწავლე კი აქტიური ჩართულობისთვის და მეგობრობის აღსანიშნავად წავახალისეთ სიგელით.
14 მარტს შთაბეჭდილების საფუძველზე დავგეგმე მეორე გაკვეთილი
ხელოვნებაში.
გაკვეთილის მიზანი იყო ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.ხატვა ფანტაზიით შექმნილი გარემოთი და სიუჟეტით; მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში და საკლასო გამოფენაში;
მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილება საოცრად კარგად გადაიტანეს ფერადი ფანქრებით ფურცლებზე. მოვაწყვეთ საკლსო გამოფენა თემაზე: „ჩემი ახალი მეგობარი“.
მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილება საოცრად კარგად გადაიტანეს ფერადი ფანქრებით ფურცლებზე. მოვაწყვეთ საკლსო გამოფენა თემაზე: „ჩემი ახალი მეგობარი“.
გაკვეთილის გეგმა: https://drive.google.com/file/d/0B6fz2zpDWyV-SGtOdXY3Z2phVE0/edit?usp=sharing
No comments:
Post a Comment