2013 წლის 23-24 დეკემბერს დაბა ჩაქვში ჩატარდა მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია.
კონფერენციის მიზანია პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება საქართველოს საჯარო სკოლის გამარჯვებულ, სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს შორის, რაც გაზრდის მათ მოტივაციას, ეფექტური სასწავლო აქტივობების მიგნების და სიახლეების პრაქტიკულად გამოყენების უნარს. მასწავლებლები გაეცნენ პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს, მოსალოდნელი ცვლილებების სავარაუდო მიმართულებებს.
მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება
თბილისის მასწავლებლის სახლში მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის "საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში" გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. საზეიმო ცერემონიალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.
კონკურსი მიმდინარე წლის ივნისში გამოცხადდა. შემოსული 500-ზე მეტი განაცხადიდან 208 საუკეთესო თემა შეირჩა. პირველ და მეორე ეტაპზე, რეგიონულ კონფერენციებში, მონაწილეობას იღებდნენ ის პედაგოგები, რომელთა ნაშრომმა საკონკურსო კომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო. კონფერენციის გამარჯვებული 50 მასწავლებელი კი ფარული კენჭისყრის შედეგად თავად კოლეგებმა გამოავლინეს.
მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია, რომელიც მიზანმიმართულია სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენასა და გაზიარებაზე, წელს უკვე მეორედ გაიმართ
მასწავლებელთა კონფერენცია
სსიპ ქალაქ ქუთაისის # 17 საჯარო სკოლა
2015 წლის 24 იანვარს
სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართაა მასწავლებელთა კონფერენცია.
კონფერენცია მიზნად ისახავდა მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის გამარჯვებული ქუთაისის საჯარო სკოლების მასწავლებლების წარდგენას პედაგოგიური საზოგადოების წინაშე, აგრეთვე სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფებისა და GE
CLASS-ის პროგრამაში ჩართული სკოლების სამუშაო ჯგუფების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის დემონსტრირებას და სასკოლო ქსელის შექმნას.მოხსენებები წარმოადგინეს პედაგოგებმა: ელისო აბრამიშვილმა, ინდირა შენგელიამ,მაია სინაურიძემ, ნატია ბრეგაძემ,მარინა ისკაკოვამ, ნინო ჩხეტიამ,ლაურა ჯიმშელეიშვილმა,ქეთევან რუხაძემ,ფაქიზო ფანჩულიძემ,შორენა ტყემალაძემ, თეა გაგუამ,თინათინ სვანაძემ და სხვებმა. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ჩაშენებული სისტემები საქართველოში'' დოქტორანტებმე გიორგი ჩიჩუამ და თეიმურაზ სახელაშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად წარმოადგინეს რობოტო ტექნიკის პრეზენტაცია და საზოგადოებას გააცნეს ტექნოლოგიური სიახლეები რომელთა დანერგვაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებას
No comments:
Post a Comment